Tuesday, 23 June 2015

SUBMARINE DOCK | Subnautica #15

ნინოს რუბრიკა

კრიტერიუმი/
შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პრეზენტაციის
ვიზუალური
ნაწილი
მოუწესრიგებელია,
არ შეესაბამება
შინაარსს.
მოწესრიგებულია,
ვიზუალური მასალა ნაკლებად
შეესაბამება შინაარსს.
მეტ-ნაკლებად
მოწესრიგებული, ზოგადად, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
ორიგინალობა
დასტურდება
პლაგიატის ელემენტები.
მინიმალურად
ორიგინალური.
საკმარისად ორიგინალური.
მთლიანად
ორიგინალური
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას,
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს.
მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ
ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია ცათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
მთლიანი შთაბეჭდილება.
მიზანი არ არის
მიღწეული, ან
მოთხოვნების
უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი, გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა, ზოგადად, გათვალისწინებულია.
ყველა მიზანი
სრულად არის მიღწეული.

Sunday, 21 June 2015

ისტორიული პირები აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკში"

ვაჟა-ფშაველას "კაი ყმა". ასტროფია.

გაკვეთილის თემა
ვაჟა-ფშაველას“კაი ყმა“ასტროფია
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი
მე-9 |საბაზო|
მოსწავლეთა რაოდენობა
34
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
1
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანი  და ინდიკატორი

გაკვეთილის მიზნები
ა.მთავარი აზრისა და დამხმარე დეტალების ამოცნობა. ბ,ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება.გ.ასტროფიის გაცნობა
გაკვეთილის ორგანიზება
1.მოლოდინის განსაზღვრა/10,წთ/პოზიტიური განწყობის შექმნა.ა,საშინაო დავალების შემოწმება-განხილვა;ბ.უკვე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან დაკავშირება.2.ცოდნის კონსტრუირება/20წთ./ა.ახალ ტექსტზე მუშაობა/წაკითხვა-პერიფრაზირება/საერთო-საკლასო მუშაობა.;ბ.კითხვები ტექსტის სწორად ანალიზისა და შეფასებისათვის;გ.ჯგუფური მუშაობა მონაკვთებში მთავარი აზრის დასასაბუთებლად.3.გამთლიანება/10 წთ./ მეთოდი:საერთო-საკლასო.ამრიგად, როგორია კაი ყმა ვაჟას ლექსის მიხედვით და ვის შეიძლება ეწოდოს კაი ყმა დღეს?
დავალება:ტექსტი ზეპირად და დასაწერად- ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზი.
შეფასება/5წთ./ინდივიდუალური. თვითშეფასება.ურთიერთშეფასება.


















Sunday, 14 June 2015

პროექტი "შუშანიკის წამება"

1. პროექტის სახელწოდება: "შუშანიკის წამების" გრამატიკული ანალიზი.

2. პროექტის მთავარი იდეა: ძველ გრამატიკულ ფორმებზე დაკვირვება..

3. პროექტის აქტუალობა: ბავშვებმა გამოიჩინეს ინტერესი ძველი ქართული ენისათვის
დამახასიათებელი ფორმებისადმი. განასხვავებენ ძველ და ახალ გრამატიკულ ფორმებს.

4. პროექტის მიზნები: ა. ბავშვები ისწავლიან შედარება-შეპირისპირების ხერხით ძველ ქართულ გრამატიკულ ფორმებზე დაკვირვებას;
ბ. მოსწავლეები გაიხსენებენ სალიტერატურო ენის ნორმებს;
გ. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას;
დ. განივითარებენ კვლევის უნარებს,

5. მონაწილეთა ასაკი: მე-10 კლასი.

6. ვადები: 01.10-დან - 15. 10- მდე.

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/ : ფორმატები, პრეზენტაცია.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატები,
5 მარკერი, ისტ. საშუალებები, პროექტორი.

9.პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობები/:
ა. მოსწავლეეს გავანაწილებ ჯგუფებში;
ბ. თითოეულ ჯგუფს მივცემ სხვადასხვა სახის დავალებას,მაგალითად: ძველი სახის
ზმნისწინები "შუშანიკის წამებაში", მსაზღვრელ- საზღვრულის შებრუნებული რიგი,
ძველი მრავლობითის ფორმები, დონიანი ვნებითი ძველ ტექსტში, საკუთარი სახელების
ბრუნვა "შუშანიკის წამებაში".
გ. ბავშვები იწყებენ მათი ჯგუფისთვის განკუთვნილი დავალების მოძიებას ტექტში,
ფორმატებზე გადატანას.

10. საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა.

11.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო აბრამაშვილი.

12. nabramashvili61@gmail.com