1. პროექტის სახელწოდება: "შუშანიკის წამების" გრამატიკული ანალიზი.
2. პროექტის მთავარი იდეა: ძველ გრამატიკულ ფორმებზე დაკვირვება..
3. პროექტის აქტუალობა: ბავშვებმა გამოიჩინეს ინტერესი ძველი ქართული ენისათვის
დამახასიათებელი ფორმებისადმი. განასხვავებენ ძველ და ახალ გრამატიკულ ფორმებს.
4. პროექტის მიზნები: ა. ბავშვები ისწავლიან შედარება-შეპირისპირების ხერხით ძველ ქართულ გრამატიკულ ფორმებზე დაკვირვებას;
ბ. მოსწავლეები გაიხსენებენ სალიტერატურო ენის ნორმებს;
გ. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას;
დ. განივითარებენ კვლევის უნარებს,
5. მონაწილეთა ასაკი: მე-10 კლასი.
6. ვადები: 01.10-დან - 15. 10- მდე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/ : ფორმატები, პრეზენტაცია.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატები,
5 მარკერი, ისტ. საშუალებები, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობები/:
ა. მოსწავლეეს გავანაწილებ ჯგუფებში;
ბ. თითოეულ ჯგუფს მივცემ სხვადასხვა სახის დავალებას,მაგალითად: ძველი სახის
ზმნისწინები "შუშანიკის წამებაში", მსაზღვრელ- საზღვრულის შებრუნებული რიგი,
ძველი მრავლობითის ფორმები, დონიანი ვნებითი ძველ ტექსტში, საკუთარი სახელების
ბრუნვა "შუშანიკის წამებაში".
გ. ბავშვები იწყებენ მათი ჯგუფისთვის განკუთვნილი დავალების მოძიებას ტექტში,
ფორმატებზე გადატანას.
10. საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო აბრამაშვილი.
12. nabramashvili61@gmail.com
No comments:
Post a Comment